Wednesday, June 25, 2014


ეპლი     ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია, აწარმოებს სამომხმარებლო ელექტრონიკასა და მასთან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. შტაბ-ბინა მდებარეობს აშშ-ის კალიფორნიის შტატიის ქალაქ კუპერტინოში. ეპლი ამზადებს, ყიდის და მხარდაჭერას უზრუნველყოფს ერსონალური კომპიუტერის სერიისთვის, პორტატიული მედია-პლეერებისთვის და სხვა აქსესორებისთვის. ეპლი ამჟამად ასევე დაკავებულია ახალი ტექნოლოგიური კონცეფციების შექმნით, მათ შორის აიფონისეპლ-ტვ და ახალი ოპერაციული სისტემა მაკ ოს X „ლეოპარდის“ დამუშავებით.
კომპანიის ყველაზე ცნობილ პროდუქტთა შორისაა მაკინტოშის სერიის პერსონალური კომპიუტერები და დაკავშირებული პერიფერიული მოწყობილობა, პორტატიული მედია-პლეერი აიპოდის სერია, და ბოლო დროს უკვე აიფონიც. ეპლის ყველაზე განთქმული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქციაა მაკ ოს Xოპერაციული სისტემა და აილაიფის პროგრამების პაკეტი. ეპლი ასევე მნიშვნელოვანი მწარმოებელი პროფესიონალური აუდიო და კინოინდუსტრიის პროგრამული პროდუქტების, ძირითადად მაკ-ის კომპიუტერებისთვის, მათ შორის Final Cut Pro, Logic Pro, Final Cut Studio, და დაკავშირებული ხელსაწყოები.

ისტორია
კომპანიამ ეპლი II მიკროკომპიუტერი 1977 წელს წარმოადგინა. რამდენიმე წლის შემდეგ, 1983-ში, მან ლიზა გაუშვა, რომელიც პირველი კომერციული პერსონალური კომპიუტერი იყო მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისით (GUI), მასზე გარკვეულწილად ქსეროქს ალტომ მოახდინა გავლენა. ლიზა ასევე პირველი პერსონალური კომპიუტერი იყო მაუსით. 1984 წელს მაკინტოში იქნა წარმოდგენილი, რომელმაც უდავოდ წინ წამოსწია მომხმარებლებისთვის ადვილად გასაგები (იუზერ ფრენდლი) გრაფიკული ინტერფეისის კონცეფცია. ეპლის მაკინტოშის წარმატებამ ყოველ მხრივ განაპირობა გრაფიკული ინტერფეისების გამოყენება ძირითად კომპიუტერის ოპერატიულ სისტემებზე, როგორებიცაა კომოდორე ამიგა და ატარი ST, რომლებიც მაკინტოშის გამოსვლიდან ორი წლის განმავლობაში ჩნდებოდნენ ბაზარზე.

1976-1980: ადრეული წლები



ეპლი დაარსებულ იქნა 1976 წლის 1 აპრილს სტივ ჯობსისსტივ უოზნიაკის და რონალდ უეინის მიერ (და მოგვიანებით, 1977 წლის 3 იანვარს კორპორაციად გარდაიქმნა უკვე უეინის გარეშე, რომელმაც კომპანიის თავისი წილი ჯობს და უოზნიაკს მიჰყიდა), რათა გაეყიდა ეპლ I კომპიუტერული აღჭურვილობა. ისინი სტივ უოზნიაკის მიერ ხელით იყო აწყობილი ჯობსის მშობლების სასტუმრო ოთახში, და ეპლ I საზოგადოების წინაშე პირველად ჰოუმბრიუს კომპიუტერულ კლუბში წარადგინეს. საბოლოოდ 200 კომპიუტერი იქნა აწყობილი. ეპლ I იყიდებოდა როგორც დედა პლატა (პროცესორითოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობით იგივე RAM-ით და ძირითადი ტექსტურ-ვიდეო ჩიპებით) - და არა ისე, რაც დღეს არის მიღებული პერსონალურ კომპიუტერად



შემდეგი წლეები.

1986 წელს ეფლიმ (Apple) დახვეწა Macintosh SCSI ინტერფეისით. იმავე წელს 

გამოვიდა იეროგლიფებზე სამუშაო ოპერაციული სისტემა – KADJiTALk , რითაც 

კომპანიამ მოახერხა აზიური ბაზრის ათვისება.
1987 წელს ბაზარზე გამოვიდა Macintosh II. ამ მოდელში გადაწყდა მონიტორის და

 სისტემური ბლოკის განცალკევება.

1990 წელს კომპანიამ გამოუშვა თავისი ყველაზე ძვირი მოდელის კომპიუტერი–

Mac IIfx, რომელიც ღირდა 10 000 დოლარი.

2000 წელს გამოდის Power Mac G4 Cube.

2001 წელს კომპანია უშვებს პირველ აიფონს (iPod). მისი ზომები იყო 100x62x18 мм და იწონიდა 184 გრამს. 

2003 წელს იქმნება ახალი პროცესორი –G5.

2006 წელს გამოდის ეფლის პირველი Intel – ის პროცესორის ბაზაზე შექმნილი კომპიუტერი – iMac და MacBook Pro.

2008 წელს ანონსირებული იქნა ახალი აიფონის – iPhone 3G გამოშვების შესახებ. ამავე წლის 

მონაცემების მიხედვით კომპანიამ გაყიდა 4,7 მილიონი ტელეფონი, მისი წილი  ტელეფონების 

მსოფლიო ბაზარზე შეადგენდა 12,9 %.

შტაბბინა



ეპლის კორპორაციული შტაბბინა სილიკონის მდელოს შუაგულში მდებარეობს, მისამართით 1 ინფინიტ ლუპიკუპერტინოკალიფორნია. კომპლექსის ტერიტორიაზე ექვი ნაგებობა მდებარეობს, საერთო ფართობით 79,000 მ2 და აშენებულ იქნა 1993 წელს სობრატო დეველოპმენტ კოსის მიერ.

2006 წელს, ეპლმა ახალი კომპლექსის მშენებლობის გადაწყვეტილების მიღების შესახებ განცხადება გააკეთა მომიჯნავე მიწებზე, რომელთა ფართობი 202, 000 მ2-ს შეადგენს. ასევე კუპერტინოში მდებარე ახალი კომპლექსი ძველისაგან 1,5 კმ-ით იქნება დაშორებული.
ამჟამინდელი დირექტორთა საბჭო
10 საოცარი ფაქტი Apple-ის შესახებ.



დღევანდელ დღეს ეფლის ნოუთბუქები MAC AIR, არის

 ყველაზე თხელი ნოუთბუქი მსოფლიოში – ალუმინის 

კორპუსით.

ბრენდი ეფლი (Apple)  – დღესაც ერთ–ერთი

 წარმატებული და ძლიერი კომპანიაა თანამედროვე

 ტექნოლოგიების სფეროში.

                                    ჩვენი მიზანი


ჩვენი მიზანი არის ეფლი ბრენდის წარმოდგენა. ჩვენ

 გვინდა რომ ყველამ გაიცნოს ეფლი.



ხუმარ მამედოვა,ემილია ბაირამოვა,გამით მამდოვი